
ახალი ამბები

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები დაუნის სინდრომზე ცნობადობის ამაღლების ღონისძიებებით აღნიშნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტომ“ საირმეში, აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის განახორციელა 2 დღიანი პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.
ღონისძიების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების ექსპერტ-კონსულტანტმა მაკა ჭანკვეტაძემ მშობლებს ჩაუტარა თემატური ტრენინგები, ხოლო ბავშვებისთვის დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი და სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე დაესწრნენ და ბავშვებს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
პროექტში 40-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვმა და მათმა მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, შეზრუდულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლება, ახალი და ჯანსაღი მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.
„სასიამოვნო, თბილი და პოზიტიური განცდებია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა, შთაბეჭდილებების გაცნობა და განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მათი აქტიურობა, პროექტით დაინტერესება და ჩართულობის მაღალი სურვილი.
გარდა იმისა, რომ პროექტით დაგეგმილი აქტივობების მიზანია დევნილი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და შეზღუდულ შესაძლებლობებზე ჯანსაღი მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ვფიქრობ მსგავსი ტიპის გასვლითი ღონისძიებებით უფრო მეტად მოვახდენთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გახალისებასა და მათი სოციალური ურთიერთობების გაღრმავებას.
ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის ხელშეწყობაა. ავღნიშნავ, რომ მსგავსი ღონისძიებები არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მომავალშიც გავაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას.“- დავით ფაცაცია.


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია სენაკში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული სათამაშოები სენაკში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს გადასცეს.
ჩემს პირველ მოადგილესთან, გურამ მისაბიშვილთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, თბილი შეხვედრა გვქონდა სენაკში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან.
შეხვედრაზე „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშორები გადავეცით სენაკში მცხოვრებ, ჩვენს დევნილ ბავშვებს და მიხარია, რომ შევძელით მათი გახარება და კიდევ ერთი დღის გალამაზება.
მადლობას ვუხდი „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიას“ (IHRC) მხარდაჭერისთვის და აქვე ავღნიშნავ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები არ არის ერთჯერადი ხასიათის და გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ - დავით ფაცაცია.


8 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერიასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
„ საქართველოს ისტორიის ქრონოლოგია დახუნძლულია გაუტეხელი სულის ადამიანებით, რომელთა გმირულ საქციელზეც დგას ჩვენი ქვეყნის ღირსება და თავისუფლება. სწორედ ასეთი ადამიანი იყო, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალ-მაიორ გენო ადამია, რომელმაც სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩადენილი გამორჩეული გმირული საქციელით წაუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
მინდა ქედი მოვიხარო მისი თავდადებისა და სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარულის წინაშე და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცავთ იმ ღირებულებებს, რისთვისაც გენო ადამიამ გასწირა თავისი სიცოცხლე, მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას.“- დავით ფაცაცია.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ქალთა საერთაშორისო დღე აფხაზეთიდან დევნილ, წარმატებულ ექიმ ქალბატონებს - მაკა მირცხულავასა და ირინა სიჭინავას პირადად მიულოცა.
"ძვირფასო ქალბატონებო გილოცავთ #8მარტს.
მქონდა პატივი დღევანდელი დღე პირადად მიმელოცა აფხაზეთიდან დევნილი, ღვაწლმოსილი ექიმებისთვის - მაკა მირცხულავასა და ირინა სიჭინავისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები თავისი პროფესიული საქმიანობით აფხაზეთის ომის დროს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. კორონავირუსის პანდემიამ კი კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად რთულია მათი პროფესია და რა დიდი მნიშვნელობა აქვს მას. სწორედ ამიტომაც, ამ პროფესიის წარმომადგენლები საჭიროებენ განსაკუთრებულ დაფასებას და პატივისცემას.
მინდა ქალთა საერთაშორისო დღე ასევე, განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონებს, რომელთაც საკუთარ თავზე მოუწიათ აფხაზეთის ომისა და მისი შემდგომი პერიოდის გადატანა, უმეტესობა მათგანს კი დღესაც მძიმე მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება.
დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი ქალბატონები მომავალშიც დიდ როლს ითამაშებენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და ერთიანობის საქმეში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ 8 მარტს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და წარმატებას პირად და პროფესიულ საქმიანობაში." - დავით ფაცაცია.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.


საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერიასთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
„ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში და ყველა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირი, რომელთა ისტორიებზეც იზრდებიან თაობები. სწორედ ასეთი არის, საქართველოს ეროვნული გმირი - ჟიული შარტავა.
ჟიული შარტავა მომავალი თაობებისთვის შეუდრეკელობის, სიმამაცისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითია და მეამაყება, რომ ვცხოვრობ იმ პერიოდში, როდესაც ის იდგა საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების სადარაჯოზე.
მე მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალიხმევით, შევძელბთ იმ ღირებულებებისა და მიზნების დაცვას, რისთვისაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა ჟიული შარტავა და მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებას.“ - აღნიშნა დავით ფაცაციამ.


აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ - დავით ფაცაციასთან და და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარი თბილისში შემოვიდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრული ოკუპაცია მოახდინა, რომელსაც ათასობით ქართველი გმირულად ემსხვერპლა.
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, რომელიც რუსულ ოკუპაციას უკავშირდება ხანგრძლივი აგრესიის სიმბოლოდაა ქცეული, რომლის შედეგებსაც ყოველდღიურად ვხედვათ, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ოკუპანტი რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ჩვენი მოძმე ერის-უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.
დღეს მიმდინარე მოვლენები, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ წარსული, არამედ ჩვენი აწმყოცაა. შესაბამისად, ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვრენიტეტი.
პატივს მივაგებ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ იმ გმირებს, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და უთანასწორო ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას.“ - დავით ფაცაცია.


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული სათამაშოები, ქ. სენაკში, ქ. ფოთსა და ქ. ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 170-მდე ბავშვს გადაეცა.
რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
„ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.


დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და სამშვიდობო პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის გაზრდის მიზნით საუზმის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით გლდანის რაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, თავის პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელთან ნინო ჭავჭავაძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გლდანის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 150-მდე ბავშვს სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიზნით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ქ. ზუგდიდის დევნილთა განსახლების ობიექტში იმყოფებოდნენ და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებითა და „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიზნით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, მსგავსი სახის აქციები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.


ქ. ქუთაისში, ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის რეაბილიტირებული შენობის ეზოში მდებარე ერთსართულიან შენობაში 3 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული დევნილი ოჯახები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა - დავით ფაცაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ - ანზორ მარგიანმა მოინახულეს და დახმარება აღუთქვეს.
„საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება დაზარალებულ ჩვენს დევნილ ოჯახებს, დევნილთა სოციალური მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. სწორედ ამ პირიორიტეტის ფარგლებში, დახმარებას გავუწევთ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.


დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელწოდებაში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარეობს.
ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე სიკითხები.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს და მიმდინარე წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის მქონე დევნილ ბენეფიციარებს, აფხაზეთის ა\რ- დან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში, საახალწლო ნობათები გადასცეს.
შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული აქცია ქ. ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით მიმდინარეობს.


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.
