მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისა და სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილე დავით მიქავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშვა.

კოტე ბასარია წლების მანძილზე მუშაობდა ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსად, შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში განყოფილების უფროსად, მრჩევლად ადგილნაცვალ პირთა განსახლების საკითხებში, ადგილნაცვალ პირთა სენაკის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. კოტე ბასარიას ჰყავს მეუღლე და შვილები.

ბესიკ ჭანტურია წარმომადგენლობაში წლების განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდობის საკითხებში სახელმწიფო მრჩევლად, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსად, აპარატის უფროსად, ბოლოს კი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ბესიკ ჭანტურიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მთავრობის წარმომადგენლობების ახალი ხელმძღვანელების წარდგენის, სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი.

აფხაზეთის ა/ რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ძალამიძე წარადგინეს. დავით ძალამიძე წლების განმავლობაში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროის თანამდებობაზე, ქ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. დავით ძალამიძე გახლავთ აფხაზეთიდან, ქალაქ ოჩამჩირედან. დავით ძალამიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

2020 წლის 20 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში,დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

 

10 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროსა და წარმომადგენლობების გაერთიანებასთან დაკავშირებული და სხვა მიმდინარე საკითხები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ქალაქ წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და დაიწვა საცხოვრებელი ფართი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხანძრის დროს  დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

ხანძარი 8 იანვარს, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“) გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა დევნილთა საცხოვრებელი ფართობი და ინციდენტს აფხაზეთიდან დევნილი 65 წლამდე ასაკის ორი ქალბატონი ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაუყოვნებლივ იქნა მიღებული სათანადო ღონისძიებები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ-პირთა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.

ალილოს მსვლელობაში ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბიაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს, მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2001 წელს ისევ აღდგა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.

სადღესასწაულო ნობათები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.

საქველმოქმედო აქციაში „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განსაკუთრებული წვლილი ქალაქ თბილისის მერიამ შეიტანა, ასევე, ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და სს „ნიკორა“.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება.

 

2019 წლის 30 დეკემბერს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.

სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა აბლოთიამ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსხურის წარმომადგენლებმა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე” საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდა. აქციის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ.
დევნილებს საახალწლო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ გადასცეს.

2019 წლის 30 დეკემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხატვრო გამოფენის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.

საახალწლო ნობათები გადაეცათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ხელმძღვანელის მოადგილეებმა ალეკო ჩიკვაიძემ, მედეა აბლოთიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა.

2019 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისიის მორიგი სხდომა, სადაც განხილულ იქნა ამხანაგობების თავმჯდომარეობის კანდიდატთა განცხადებები, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას პირველადი რეგისტრაციისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და ამავე სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ იმერეთის რეგიონში, სადაც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამედიცინო-პროფილაქტიკურ აქციაში, რომლის ფარგლებშიც, კერძოდ, ბაღდათსა და ხონში, შეხვდნენ დევნილ მოსახლეობას და სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

 

   2019 წლის 18 დეკემბერს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფიქრია თორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

     მემორანდუმის მიზანია:

  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების შერჩევა ინგლისური, რუსული, გერმანული და ჩინური ენების შესწავლის უზრუნველსაყოფად;
  • მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა;
  • სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და პროფესიულ ინფორმაციული რესურსების გაზიარება;
  • ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.