მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

     8 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო- აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც  ესწრებოდნენ წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და მოწვეული სპეციალისტები. სხდომას უძღვებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძე.

     შეხვედრაზე  განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებელ ობიექტებზე გადაწყვეტილების მიღება, სატენდერო კომისიის შექმნა, წარმომადგენლობების მიერ 2019 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა-განხილვა, მოსმენილ იქნა ინფორმაცია წარმომადგენლობების მუდმივმოქმედი კომისიების მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის და სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ, ასევე განხილულ იქნა დეპარტამენტისა და წარმომადგენლობების მოსალოდნელი რეორგანიზაციასა და პროფესიული საჯარო მოხელეების შუალედური შეფასებებთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 2019 წლის 1ივლისს  განიხილა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის, აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2019 წლის 11 ივნისის დადგენილების გაუქმებისა და სოფ. ბაბუშარაში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით  მოქალაქე ნ.რევაზიშვილი (დვალიშვილის) ადმინისტრაციული საჩივარი.

სხდომაზე საქმის გარემოებების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ.

 

28-29 ივნისს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ. კუჭუხიძე და სამმართველოს უფროსი რ. კოკაიამ მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ  სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებში  ქ. ზუგდიდსა და ქ. სენაკში.

აქციის ფარგლებში რეგიონში განსახლებულ დევნილებს  ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები და გაეწიათ მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძემ და სამმართველოს უფროსმა რ. კოკაიამ 30 ივნიისს მოინახულეს საზღვრისპირა რეგიონში-სოფ: ხურჩაში მშენებარე ოკუპაციის მუზეუმი, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რ. ქობალიას ორგანიზებით მოძიებული სახსრებით მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 2019 წლის 17 ივნისს განიხილა მოქალაქე დ.კუჭავას ადმინისტრაციული საჩივარი 1992 წლამდე მუდმივად ქ. გაგრაში მცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე, აღმოასვლეთ საქართველოში ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

სხდომაზე საქმის გარემოებების შესწავლის, მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესა და მთავრობის წევრებთან  ერთად დეპარტამენტის თავმჯდომარე  კონსტანტინე კუჭუხიძე  იმერეთის რეგიონში, წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ისინი გაეცნენ დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ასევე მოინახულეს დევნილი მოსახლეობი განსახლებისათვის წყალტუბოსა და ქუთაისში მშენებარე საცხოვრებელი ობიექტები.

აფხაზეთის / დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ  საცხოვრებელ  ობიექტებში  სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა., სადაც განხილულ იქნა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხები. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

 კომისიის სხდომის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის და წარმომადგენლობების ხელმძღვანელების მონაწილეობით შედგა სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:  აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობებში და დევნილთა საქმეების დეპარტამენტში გასატარებელი რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის სამოქმედო გეგმა და წვევამდელთა გაწვევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარვეზები და მათი აღმოფხვრის მიზნით  გასატარებელი ღონისძიებები.

22 მაისს, საქართველოში ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილების პრევენციის, შემცირებისა და მართვის პროცესის მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავების მიზნით სასტუმრო ,,იოტა’’ -ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა-სემინარი,  რომელიც შედგა  ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილების მონიტორინგის ცენტრისა (IDMC) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით. შეხვედრა-სემინარში მონაწილეობდნენ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები.

2019 წლის 17 მაისს  ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა დარგობრივი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ და შესწავლილ ობიექტებში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები.

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ  საცხოვრებელ  ობიექტებში  სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა წარმომადგენლობების მიერ წარმოდგენილი სარემონტო ობიექტები, დევნილთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია შერჩეულ ობიექტებზე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

სააღდგომო ნობათები გადაეცათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით 5 წელია წელიწადში ორჯერ (სააღდგომოდ და საახალწლოდ) იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოებისჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  . თბილისში, გლდანის მე-2 მიკრო/რაიონი, კორპუსი №28-ში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტზე პირველსა და მეორე სართულებს შორის არსებული ხის სამფრთიანი და ხის ორფრთიანი ფანჯრის  შეცვლა მეტალოპლასტმასის ფანჯრებით.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა №112/3-ში,  დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტისთვის სასმელი წყლის ტუმბოს შეკეთება დევნილთა თანადაფინანსებით.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლების ქ. თბილისის რაიონებში და საქართველოს რეგიონებში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების ობიექტებზე მიმაგრების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ ჯგუფის ხელმძღვანელებთან შედგა სამუშაო შეხვედრა/თათბირი. სადაც განხილულ იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების (პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებები შეადგენს 150 000 ათას ლარს) საპილოტე პროგრამის განხორციელების (ელექტრონული ტენდერის მეშვეობით)  შესახებ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების, ასევე დევნილთა ჩასახლების ობიექტში შექმნილი ამხანაგობების თავჯდომარეების  ინფორმირებულობის საკითხი.