
ახალი ამბები

2018 წლის 5 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მოძრაობის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ პირებს: აფხაზეთის ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებსა და ვეტერანებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს, ოთხ და მეტ არასრულწლოვანშვილიან ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულებს, შშმ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ომში შვილდაღუპულ დედებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. სააღდგომო-საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და ამავე უწყების თანამშრომლებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მადლობის სიგელით საქველმოქმედო მოძრაობის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველი პირების კეთილდღეობაზე ზრუნვისათვის.
საქველმოქმედო აქცია ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.


2018 წლის 3 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ურთიერთმისაღები საფუძვლით გაფორმდა მემორანდუმი. მემორანდუმის მეშვეობით მხარეებმა გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა, გაუზიარონ ერთმანეთს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის შეხედულებები და გამოცდილებები და აიღეს ვალდებულება, ჰქონდეთ მუდმივი და მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან, უზრუნველყონ ინფორმაციების გაცვლა დევნილთა დასაქმებისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა №4ა-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შენობის ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.


მიმდინარე წლის 31 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით, ქ. თბილისში არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტს „თბილისი მასპინძლობს ტალანტებს“ დაესწრო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 20 (ოცი) მოზარდი.


2018 წლის 30 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ჩატარდა თათბირი, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის №220 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად დეპარტამენტში მიმდინარე წლის 27-30 მარტს ჩატარებული საჯარო მოხელეების შუალედური შეფასების პროცესი და შედეგები.




მიმდინარე წლის 28 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბულისკერიამ და წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა გიორგი კოკაიამ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში გამართეს სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე და აქტუალური საკითხები.


2018 წლის 27 მარტს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ქალაქ თბილისში, სამგორისა და ვაკის რაიონში ორგანიზებულად განსახლებული აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები დაესწრნენ მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლ ,, მეფე ირემი”-ს პრემიერას.


„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, დადიანის ქუჩა №10-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შენობის ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.


2018 წლის 24 მარტს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი 6-12 წლამდე ასაკის 50 ბავშვი ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაესწრო სპექტაკლს ,,ხუთკუნჭულა”.


2018 წლის 23 მარტს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ასამდე დევნილი, ავჭალის ,,სამხედრო კათედრის ”კომპაქტური ჩასახლებიდან, დაესწრო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს ,,აურზაური არაფრის გამო”.


მიმდინარე წლის 23 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი და აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილ კომისიებთან სამუშაო შეხვედრის მიზნით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ესპანურ ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ ,,FINSOL“ -ს შორის გაფორმებულ ერთობლივ მემორანდუმში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე 2018 წლის 11 მარტს მივლინებით გაემგზავრა ესპანეთის სამეფოში. 13 მარტს ქ. მადრიდში, ,,FINSOL“-ის ოფისში, ხელი მოეწერა ახალ მემორანდუმს, რაც შესაძლებლობას აძლევს ორივე მხარეს განახორციელონ ერთობლივი ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამები.


2018 წლის 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალბატონებს უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრმა. დევნილი ქალბატონები დაესწრნენ ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმულ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სპექტაკლს ,,ლისისტრატე“.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მთავარი ბუღალტრის (I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) ვაკანტურ თანამდებობაზე გადაყვანის მსურველთა გამოსავლენად, დეპარტამენტის შიდა ვებგვერდზე მიმდინარე წლის 01 მარტს გამოცხადებული გამარტივებული კონკურსის შედეგად გამოვლენილ ერთ კანდიდატს 2018 წლის 06 მარტს ჩაუტარდა გასაუბრება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
