-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია
-
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია
-
აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ ფიზიკის, მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.
სტიპენდია გამიზნულია ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 90% და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტისათვის განსაზღვრულია სტიპენდია თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 ბაკალავრიატისა ასევე 1 მაგისტრატურის სტუდენტისათვის. სტიპენდია გაიცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს ფიზიკის, მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ავტორიზებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;
ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
დ) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;
ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) სიგელები, სერთიფიკატები;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
თ) კანდიდატის რეზიუმე (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ).
განაცხადების წარდგენის ვადა: 2026 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 577 09 22 39.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 30 იანვრის დადგენილება №4 - „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე