ბექა ღვაჩლიანმა ქუთაისში მდებარე აფხაზეთის N5 და N6 საჯარო სკოლები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ქალაქ ქუთაისში მდებარე აფხაზეთის N5 და ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა, უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინეს სკოლაში არსებული საჭიროებები, დაათვალიერეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სამომავლოდ განსახორციელებელ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრას აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია თევდორაძე, აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა წოწორია, სკოლების ადმინისტრაცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ.