გიორგი ჯინჭარაძე 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატების მიღებას დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტიპენდიატებს მიღწეული წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

სტიპენდიატთა მიღებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, პარტნიორი ქვეყნების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.

2025-2026 სასწავლო წლისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლა 249 ახალგაზრდას დაუფინანსა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.

დაფინანსება გაიცა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence, ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა, აკადემიური პროგრამები იტალიაში, აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში Stipendium Hungaricum და სხვა.

გიორგი ჯინჭარაძემ ფოთში სამედიცინო ცენტრ "დიომედის“ ფილიალი დაათვალიერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს მასშტაბით სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ქსელში შემავალი კლინიკების საქმიანობას ეცნობა.
 
მთავრობის თავმჯდომარე ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად ქალაქ ფოთში მდებარე სამედიცინო ცენტრ "დიომედის“ ფილიალს ესტუმრა. გიორგი ჯინჭარაძემ ადგილზე დაათვალიერა კლინიკის ინფრასტრუქტურა, გაეცნო სამედიცინო სერვისების მიმდინარეობას და პირადად შეხვდა მედპერსონალს.
 
"აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დევნილებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ჩვენი პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას" - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანონა გეჯუა და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.
დავით ფაცაცია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქ. სალონიკში ივერონის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნათანაილს შეხვდა

ათონის მთაზე ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, ივერონის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნათანაილს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ივერონის მონასტერში დაცულ სიწმინდეებზე, მართლმადიდებელობაზე და რწმენაში ერთიანობაზე ისაუბრეს.

„მადლობას ვუხდი არქიმანდრიტ ნათანაილს გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და ბედნიერება იყო, მისი ინიციატივით ივერონის მონასტრის საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერის გაკეთება.

საქართველო ვითარდება, მაგრამ ყველაფერთან ერთად მთავარია სულიერი განმტკიცება და სიძლიერე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სამშობლო ღმერთის რწმენით და სიყვარულით არის გადარჩენილი.

ჩვენ აფხაზეთში გვაქვს ჩვენი ახალი ათონი და იმედიანად ვარ განწყობილი, რომ უფლის წყალობით ძალიან მალე შევძლებთ გაერთიანებულ საქართველოში, ჩვენს ახალ ათონში წირვა-ლოცვას.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ივერონის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ნათანაილმა ქართული დელეგაციის წევრები დალოცა, სიმტკიცე და სიძლიერე უსურვა.

 

გიორგი ჯინჭარაძე ფოთში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ფოთის მერ ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

ღონისძიების მიზანი იყო დევნილი ოჯახების საჭიროებების უშუალოდ მოსმენა და მათი ყოფითი და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. დევნილებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობასთან კონსტრუქციული კომუნიკაციის დამყარებას და თითოეული დევნილი მოქალაქის საჭიროებაზე მორგებული სამომავლო განვითარების გეგმების დასახვას.

ბექა ღვაჩლიანი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის პირველი სხდომას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიის პირველი სხდომა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
 
სხდომას კომისიის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ესწრებოდა.
შეხვედრაზე დამტკიცდა საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია და დაიგეგმა მომდევნო ეტაპები, მათ შორის კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება და შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრა.
 
სხდომას მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე სახელმწიფო უწყებების, საპატრიარქოს, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან აფხაზეთის მთავრობაში მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ის საკითხები, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ყველაზე მწვავე და აქტუალურია.

როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, აფხაზეთის მთავრობა მზად არის, იმოქმედოს ეფექტურად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა საკითხი მაქსიმალურად დროულად შეისწავლოს და მოაგვაროს.

აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრის მიზანია, მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა.

მსგავსი შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და კვლავ გაგრძელდება.

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვისა და დაფინანსებისთვის რეგისტრაცია იწყება!
სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების, აგრეთვე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.
 
პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები და "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ის პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა "ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების №147 შესაბამისად.
 
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/cxn6Dvk7UJQtUtYH8
 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2025 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 5 სექტემბრის ღამის ჩათვლით.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 143
 
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, ჩარიცხვისა და დაფინანსებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება!
"ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.
 
რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა "ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების №147 შესაბამისად.
 
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/1ERANtpM83jTfuY29
 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2025 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით და პროგრამა "აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ნინო ფაცაციას საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.

2025 წლის 23-25 თებერვალს, მილანში გაიმართა MICAM / MIPEL - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად 42,000-ზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის, პირველი კომპონენტის - "საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა“ ფარგლებში, ნინო ფაცაციასთვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, წარმოედგინა მის მიერ წარმოებული პროდუქცია, ამასთანავე გაეცნო საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები და დაემყარებინა მნიშვნელოვანი კონტაქტები.

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ივანე გაბრუაშვილის სპექტაკლის "მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრ

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ივანე გაბრუაშვილის სპექტაკლის "მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

პრემიერას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლში აფხაზეთის ა/რ პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის“ და საქართველოს სხვადასხვა თეატრის დამსახურებული მსახიობები მონაწილეობდნენ.

ინტეგრირებული თეატრი, რომელიც 2015 წელს დაარსდა, აერთიანებს 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებს.

სოხუმის თეატრის სცენაზე ივანე გაბრუაშვილის სპექტაკლის "მე ვხედავ მზეს" პრემიერა გაიმართა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ივანე გაბრუაშვილის სპექტაკლის "მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად დაესწრო.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ასახავს ქართული სოფლის ყოველდღიურობას დიდი სამამულო ომის წლებში. მთავარ გმირს, ობოლ სოსოიას იმედი აქვს, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველაფერი უკეთ იქნება და ხატიასაც თვალები აეხილება.

პრემიერას ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლში აფხაზეთის ა/რ პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის“ და საქართველოს სხვადასხვა თეატრის დამსახურებული მსახიობები მონაწილეობდნენ.

ინტეგრირებული თეატრი, რომელიც 2015 წელს დაარსდა, აერთიანებს 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „მე ვხედავ მზეს" პრემიერას დაესწრო

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ საპრემიერო სპექტაკლს „მე ვხედავ მზეს“ უმასპინძლა.

საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

სპექტაკლი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა დადგა და მასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოცამდე მსახიობი მონაწილეობდა.

მიმდინარე წელს ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ 10 წლის იუბილე აღნიშნა, ხოლო „მე ვხედავ მზეს“ არის პირველი სპექტაკლი, რომელიც დასმა სახელმწიფო თეატრის რანგში წარმოადგინა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გომბორის მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე გახსნილი ახალგაზრდული ბანაკი დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად გომბორის მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილ, ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.

ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთის N6 და აფხაზეთის N3 საჯარო სკოლების 15 აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. სასწავლო კურსის ფარგლებში ახალგაზრდებს ხუთი დღის მანძილზე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობიდნენ და შეესწავლათ ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, როგორიცაა საცეცხლე მომზადება, თვითგადარჩენის ტექნიკები, დრონების მართვა, პირველადი სამედიცინო დახმარება, კიბერუსაფრთხოება და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

ღონისძიება „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლეები და ვეტერანების შვილები შეირჩნენ.

ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ მაიორი კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ჯინჭარაძე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო კურსი დასრულდა, რომელიც თავდაცვითი უნარ-ჩვევების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ეროვნული ღირებულებებისა და მოხალისეობრივი სულისკვეთების გაძლიერებას ემსახურებოდა.

დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი დაესწრნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდების მოსამზადებელ პირობებსა და სასწავლო პროცესს გაეცნო. ასევე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ბანაკში მიღებული საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია დევნილი ახალგაზრდებისთვის, რადგან საბანაკე პროგრამაში ისინი ეუფლებიან თავდაცვითი და კრიზისების მართვის მიმართულებით საჭირო უნარებს. ასევე სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ლიდერობის კუთხით უყალიბდებათ შესაბამისი უნარ-ჩვევები, რაც ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 და ვლადიმერ ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოხალისეთა მომზადების ცენტრში, ხუთი დღის განმავლობაში სპეციალური კურსი გაიარეს, რითაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები პრაქტიკულ პირობებში გამოეყენებინათ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით მაღრაძის პოემის „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ ენაზე გამოცემული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გახსნა. წიგნის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ ისაუბრა, რომელმაც პოემიდან რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა.

პოემის აფხაზურ ენაზე თარგმანი აფხაზური ენის სპეციალისტს ირმა ოსია-კინწურაშვილს და აფხაზ პოეტს ეკუთვნით.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, პოემის აფხაზურენოვანი ვერსიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ ყველა პროექტში, რომელიც კულტურის საშუალებით ქართულ-აფხაზური ხიდების მშენებლობას უკავშირდება და მაქვს მოლოდინის იმისა, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველანი ერთად, სოხუმში დავესწრებით ბატონი დათოს წიგნის პრეზენტაციას.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.