
ახალი ამბები

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ, აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ორესტი ბერულავას სახლში ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.
ლევან თევზაიამ 95 წლის ორესტი ბერულავას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
მინისტრმა ვეტერანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
მინისტრთან ერთად, ვეტერანს 9 მაისი აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის , ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ-ის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა, ნათია კოპალიანმა მიულოცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დევნილ, ყველა ვეტერანს გადაეცემა.


პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი მოწყვლადი ჯგუფებისთვის მატერიალურ დახმარების გაწევას შემდეგ კატეგორიებზე:
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, მარჩენალდაკარგულები, დედ-მამით ობოლი არასრუწლოვნები, სამი და მეტი არასრულწოვანშვილიანი ოჯახები, 100 წელს გადაცილებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები, აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვნები, სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახები, მარტოხელა მშობელი, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები.
ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღებმა პირმა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება ერთჯერადი დახმარების მიღების შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დევნილის მოწმობის ასლი; ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმთაგან ერთ-ერთი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან/და შესაბამისი დამადასტურებელი ცნობა/დასკვნა უფლებამოსილი უწყებიდან, რომელიც ადასტურებს მისი ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას.
განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში: ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16; ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).


აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო განახორციელებს დევნილთა მომსახურების სამ პროგრამას:
✅დევნილთა განსახლების ობიექტებში კომპლექსური კვლევებს, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას და სადეზინფექციო სამუშაოებს.
✅დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობას.
✅აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამართლებრივ მხარდაჭერას.


ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის 6 ქვეპროგრამიდან, 3 ახალი ქვეპროგრამა, მიმდინარე წელს პირველად განხორციელდება.
სამინისტრო მთელი რეგიონის მასშტაბით განახორციელებს შემდეგ ქვეპროგრამებს:
☑️დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია
☑️დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლა
☑️ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობაში თანამონაწილეობა
☑️დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა
☑️დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა
☑️აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება


- დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
- აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა
- აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება
- ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერა
- სოციალური სოლიდარობის
- დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა


სააღდგომო საჩუქრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ არასწრულწლოვნებს, ომში დაღუპული მეომრების დედებსა და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ,აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით გადაეცათ.
სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდა.


სააღდგომო საჩუქრები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ არასწრულწლოვნებს, ომში დაღუპული მეომრების დედებსა და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს გადაეცათ.
სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი" დაათვალიერეს, სადაც 80-მდე აფხაზეთიდან დევნილია დასაქმებული.
საწარმოს დირექტორმა აფხაზეთის მთავრობის წევრებს საქმიანობის სრული პროცესი გააცნო, რომელიც პროდუქციის მიღებას, დამუშავებას, გარჩევას, მოხალვას, დაფასოებასა და საექსპორტოდ მომზადებას მოიცავს.
საწარმო, წელიწადში 7 000-10 000 ტონა თხილის სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გააქვს.
რუსლან აბაშიძემ და ლევან თევზაიამ თხილის საწარმოს მიმდებარედ, ლურჯი მოცვის სამაცივრე მეურნეობაც დაათვალიერეს და ამ მეურნეობაში დევნილთა დასაქმების შესაძლებლობებიც განიხილეს.


აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ წყალტუბოში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თამარ ლეთოდიანი მოინახულა, მას საჩუქრად ეტლი და სააღდგომო ნობათი გადასცა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით და სხვა გადასაადგილებელი საშუალებებით დახმარება, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.


მინისტრმა აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც ონლაინ ტრენინგი - ,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირება“ წარმატებით გაიარეს სერტიფიკატები და წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსი“-ს მხარდაჭერით, სხვადასხვა საკითხავი ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.
მინისტრმა მოსწავლეებს აღნიშნულ პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდა.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, ,,პითაგორას აკადემია“-ს მხარდაჭერით დევნილი მოსწავლეებისთვის -,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ტრენინგი რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.
კურსი მოიცავდა 12 აკადემიურ საათს, რომლის ფარგლებში მოზარდებმა ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტური საკითხები, ლოგიკური აზროვნების განვითარება და პროგრამირების შესავალი გაიარეს.
აღნიშნულ პროგრამაში აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
Biblusi • ბიბლუსი


აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათები გადასცა. აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სააღდგომო საჩუქრები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ არასწრულწლოვნებს, ომში დაღუპული მეომრების დედებსა და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.
სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.


დღეს, აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 და ჟიული შარტავას სახელობის მე-6 საჯარო სკოლებს სტუმრობდა.
მინისტრმა აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც ონლაინ ტრენინგი - ,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირება“ წარმატებით გაიარეს სერტიფიკატები და წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსი“-ს მხარდაჭერით, სხვადასხვა საკითხავი ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.
მინისტრმა მოსწავლეებს აღნიშნულ პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრას აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის , ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ-ის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ნათია კოპალიანი ესწრებოდა.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, ,,პითაგორას აკადემია“-ს მხარდაჭერით დევნილი მოსწავლეებისთვის -,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ტრენინგი რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.
კურსი მოიცავდა 12 აკადემიურ საათს, რომლის ფარგლებში მოზარდებმა ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტური საკითხები, ლოგიკური აზროვნების განვითარება და პროგრამირების შესავალი გაიარეს.
აღნიშნულ პროგრამაში აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.


შეხვედრა აფხაზეთის დევნილთა მინისტრის ლევან თევზაიას ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრისას, ნინო ბურძენიძემ გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბა. ასევე, ყურადღება გაამახვილა დევნილი ქალებისა და სხვადასხვა გენდერული ჯგუფების საჭიროებებზე .
მან მონაწილეებს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომომავლო გეგმები გააცნო. ასევე, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული საკანონმდებლო ვალდებულებები განიხილა.
შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს.


აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის კომპაქტური ჩასახლებების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა ამხანაგობების წარმომადგენლებს გასული წლის მოკლე ანგარიში წარუდგინა, ასევე, გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამები.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები.


აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს პროფესიული გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეები საქართველოს შრომის კოდექსის ახალ დებულებებსა და შრომითი ხელშეკრულების პირობებს გაეცნენ. ასევე, იმსჯელეს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს, შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ დისკუსია წარიმართა.
ტრენინგი 14 აპრილს, წყალტუბოში, სასტუმრო "პლაზაში" ჩატარდა.
