მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

პროგრამის განხორციელებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 660 000 ლარი გამოიყო.
ერთჯერადი დახმარება მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე გაიცა.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი, ლევან თევზაია რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში არსებული პრობლემების გაცნობას აგრძელებს.
ამჯერად, მინისტრი , პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან ერთად ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ობიექტს ეწვია და დევნილი ოჯახების პრობლემები მოისმინა.
აღნიშნულ ობიექტში იძულებით გადაადგილებული 15-ზე მეტი ოჯახია ჩასახლებული. მოსახლეობის თქმით, ხშირი ნალექისა და წვიმის დროს, შენობის გარე კედლები ნესტიანდება.
მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსი და მოხდება შენობის კედლების სრულად რეკონსტრუქცია.
2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მიერ სარემონტო სამუშაოების პროგრამით 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. პროგრამებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ,,პითაგორას აკადემიი“-ს ინიციატივით, დევნილი მოსწავლეებისთვის -,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ონლაინ ტრენინგ- კურსი დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების 15 მოსწავლე შეირჩა.
,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირების საბაზისო კურისი’’ მოიცავს 12 აკადემიურ საათს მოსწავლეებთან, რომლის ფარგლებში დევნილი მოზარდები გაივლიან ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტურ საკითხებს, ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და პროგრამირების შესავალს.
კურსის ავტორი და ხელმძღვანელია, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი სოფიო შინჯიკაშვილი, რომელიც ამჟამად მუშაობს Microsoft-ის ჩეხეთის ოფისში.
ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან და ფოთის ვიცე-მერთან მამუკა პაპასკირთან ერთად, გაგრის ქუჩაზე მდებარი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრმა დევნილი ოჯახების პრობლემები ადგილზე მოისმინა და მათ დახმარებას დაჰპირდა.
აღნიშნულ დევნილთა ჩასახლების ობიექტში სახურავის ნაწილი დაზიანებულია და გადახურვას საჭიროებს.
ლევან თევზაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს აღნიშნულ ობიექტის გადახურვით სამუშაოებს, რაც სრულად მოაგვარებს გაგრის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების დღემდე არსებულ პრობლემებს.
გასულ წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სარემონტო სამუშაოების პროგრამის ფარგლებში 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა.

 

2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მცირე სარემონტო სამუშაოების პროგრამით 1 471 ოჯახმა ისარგებლა.
მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა 26 ჩასახლების ობიექტს, მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.
პროგრამის ფარგლებში, სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 27 ათას ლარამდე მოხმარდა.

 

პროგრამის ფარგლებში, სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 80 ათას ლარამდე მოხმარდა.
სამშენებლო -სარემონტო სამუშაოები ჩატარდა:
✅ ქ. რუსთავში, კოსტავასა და ბოსტანქალაქის ქუჩებზე მდებარე სამსართულიან კორპუსებში;
✅ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ბინებში, სადაც გამოიცვალა არსებული კარ-ფანჯრები ;
✅ ქ.ფოთში ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ობიექტში, სადაც შეკეთდა სახურავი ;
✅ ქუთაისში ლესელიძისა და სოხუმის ქუჩებზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტებზე წყალშემკრავი ღარების რემონტი და სახურავების აღდგენითი სამუშაოები.

პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ დევნილთა ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებმა 144 ოჯახმა ისარგებლა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია სოციალურად დაუცველ, ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ლევან თევზაიამ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფროსთან, დავით ძალამიძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ოჯახებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები გადასცა.
 
ლილოს დასახლებაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ლალა ცინდელიანი 7 შვილის დედაა , მუხიანში მცხოვრები ნათია ჩალაძე მე-5 შვილს ელოდება.
 
სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოწყვლად ჯგუფებს პერიოდულად უწევს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში განხორციელებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები (2020 წელი)

დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში განხორციელებული მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები (2020 წელი)

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრებმა მთავრობის წევრებს ოკუპირებულ გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალისა და მასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სხდომაზე, ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.

 

  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  გაჩენილმა  ხანძრის  კერებმა სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებას, ასევე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და მოსახლეობის პირადი საკუთრება.

     აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობა თავის  ხელთ  არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცდილობს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ. საქართველოს  ხელისუფლებასთან კოორდნირებულად ახორციელებს ფინანსურ დახმარებას უსახლკაროდ დარჩენილი თანამოქალაქეების მიმართ.

     აღსანიშნავია,  რომ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად რეგულარულად   მუშაობს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით, ასევე მათი სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ  პროგრამებს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ საახალწლო აქციაში მონაწილეობა მიიღო. მინისტრს თან ახლდა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე. მათ შობა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ. თბილისში, ბელიაშვილის N40-ში, თევდორე მღვდლის N13-სა და დისევის ქ.N7-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით მიმდინარეობს.

 

2021 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) ოჯახების 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული დაურიგეს.

შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით ქ. თბილისში მიმდინარეობს აქცია, სადაც 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები ურიგდებათ.