მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრები ქ. რუსთავში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ქ. რუსთავში, ბოსტან ქალაქის ქუჩა N1 და კოსტავას ქ.N35-ში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას.
სამუშაოები მიმდინარეობს სატენდერო პირობებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად და მისი დასრულება განხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებისა და მათთვის პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები მარინა შენგელია და ირმა კეკელიძე, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე აფხაზეთის დამსახურებულ მასწავლებელს, ქ. გაგრის №1 საშუალო სკოლის პედაგოგს ალექსანდრა (საშურა) შენგელაიასა და ქ. სოხუმის სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლის პედაგოგს, ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრს მურმან ზაქარაიას ეწვივნენ.
მარინა შენგელიამ და ირმა კეკელიძემ მადლობა გადაუხადეს მათ საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მომავალ თაობებზე ზრუნვისათვის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი და საჩუქრები გადასცეს.
ალექსანდრა (საშურა) შენგელაია - მშობლიური კუთხის აფხაზეთისა და საერთოდ, მთელი საქართველოს დიდი პატრიოტის თამაზ ნადარეიშვილის დედა - არაერთი ქართველი, აფხაზი და სხვა ეროვნების ახალგაზრდის აღმზრდელი და დამკვალიანებელია. მან აფხაზეთში ცხოვრებისა და მუშაობის წლები სიყვარულითა და ნოსტალგიით გაიხსენა და იქ დაბრუნების დიდი იმედი გამოთქვა. აფხაზეთში დაბრუნების იმედით იყო გამსჭვალული მურმან ზაქარაიას სიტყვებიც. ადამიანისა, რომელმაც დევნილობამდე თუ დევნილობის შემდეგ თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეროვნული იდეალების ერთგულებასა და აფხაზეთში დაბრუნებისათვის ბრძოლას შეალია. მან ხაზგასმით თქვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან მიღებულ საპატიო სიგელს ქ. სოხუმის სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლისთვის გადაცემულ სიგელად აღიქვამს და მას უძღვნის.
განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის - „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ - გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოცხადდა. 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" მფლობელი გახდა სოფიო გოგოხია, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს სოფიო გოგოხიას ამ საპატიო ჯილდოს და მორიგ წარმატებებს უსურვებს!
თბილისის მერიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებს მომავალი პარკის კონცეფცია გააცნო. ახალი პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარ ფართობზე გაშენდება, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ტერიტორიაზე შეიქმნება მწვანე სივრცე და მოეწყობა გასართობი და დასასვენებელი ზონები, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნებათ.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
დღესვე, თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონში 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე, დევნილობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნულმა ფედერაციამ საცხენოსნო შეჯიბრი აფხაზეთის თასზე გამართა. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ დევნილი და არადევნილი მხედრები. ასპარეზობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და შეჯიბრის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი გახდა ნატალია მიშკოვა („კაჭრეთის ამბასადორი“), მეორე ადგილზე გავიდა თეონა ლაშხია („მუხრანი“), ხოლო მესამე ადგილი დაიმსახურა აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა მხედარმა ნინო ჯახაიამ. შეჯიბრში აფხაზეთის სახელით კიდევ ერთი მხედარი - ნიკოლოზ ვეშაპიძე მონაწილეობდა.
გამარჯვენულებს აფხაზეთის თასი და სხვა პრიზები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საცხენოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ცირეკიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
დღესვე, თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონში 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე, დევნილობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტ ს.ს "სამტრედია 2002 - ში (მისამართი - სამტრედია, ი.ჭავჭავაძის ქ. N 26) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. დევნილებმა, ძირითადად, ორ პრობლემაზე ისაუბრეს. პირველი ის, რომ შენობის სხვენში ორი სამტონანახევრიანი პლასტმასის ავზი, რითაც ობიექტი სასმელი წყლით მარაგდება გატეხილია, წყალი ჟონავს, რის გამოც მაღალ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ბინებში წყალი ჩადის და კედლები ზიანდება და შენობას არ აქვს შესასვლელი კარი, რის გამოც ხშირად შენობაში უცხო პირები, ქუჩის ძაღლები შედიან და ანაგვიანებენ კიბის უჯრედებს. აღნიშნული საკითხები ჩანიშნულ იქნა ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მიერ. დამატებითი ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, ერთ-ერთი პრობლემა მაინც გადაწყვეტილი იქნება მცირე სარემონტო კომისიის მუშაოების ფარგლებში.
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.
იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში - ს\ს ბალნ\კურორტი სამტრედია (მისამართი - სამტრედია, ეგრისის ქ. N 56) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
დევნილთა უმთავრესი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად შენობა შეფასებულია როგორც ნგრევადი, მესამე კატეგორია. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოსგან აქვთ სიტყვიერი თანხმობა განსახლების საკითხის უახლოეს პერიოდში გადაწყვეტაზე. შენობა იმდენად ავარიულია, რომ ძლიერი ქარის დროს კედლებიდან აგურები და სამშენებლო ნარჩენები ცვივა.
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.
იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში - ყოფილი საავადმყოფოს შენობა (მისამართი - სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N 92) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლება სამი კორპუსისაგან შედგება. მოსახლეობა ითხოვს შენობების შიდა ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგებას, ვინაიდან წვიმის დროს ეზო ტალახდება და წყალი დგება. აღნიშნულის შესახებ მიმართეს მუნიციპალიტეტს, არის სიტყვიერი დაპირება, თუმცა, პრობლემა ჯერჯერობით მოუგვარებელია. ასევე, დევნილების მოთხოვნაა ეზოში ბავშვებისათვის გასართობი ატრაქციონების მოწყობა. შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.
იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია ზესტაფონში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში -ზესტაფონი, ყოფილი შენობა (მისამართი - ზესტაფონი, რუსთაველის #6. ) მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ჩასახლება ორი კორპუსისაგან შედგება. კორპუსთან ძალიან ახლოს მდებარეობს ავტომანქანების თვითრეცხვის სერვისის ობიექტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და დიდ ხმაურს იწვევს. მოსახლეობა ითხოვს მუშაობის საათების დარეგულირებას.
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში (ბაგა-მაღის შენობა) მცხოვრებ დევნილებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს. კოლექტიურ ობიექტში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი, 24 პირი. 6 არის სოციალურად დაუცველი.
აღნიშნულ ჩასახლებაში არ არის შექმნილი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა’’. დევნილები ითხოვენ შიდა წყალმომარაგების სისტემის გარემონტებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია, სოციალური განყოფილების უფროსი გიორგი რიგვავა და სამსახურის უფროსის მოადგილე რამაზ აბლოთია
მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ზუგდიდში დემურიას ქუჩა N -3-ში ყოფილი (ფაიფურის ადმინისტრაციის შენობა) ჩასახლებულ დევნილებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები შეხვდნენ. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 47 ოჯახი, 3 შშმ პირი და 10 სოციალურად დაუცველი ოჯახი.
შენობა გარემონტებულია, შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ბმა ,,კოლხა 2016’’. თავმჯდომარე დონა ბერიშვილი. ტელ: 591810203. კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამხანაგობის თავმჯდომარეს გადაეცა 2 დისპენსერი და სადეზენფექციო ხსნარი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია და ამავე ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული განყოფილების უფროსი ბესიკ გეგია
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში ლაღიძის მე-4 შესახვევში, (დევნილების ახალ კოლექტიურ ჩასახლებაში) სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს გადასცეს 15 ცალი დისპენსერი და 75 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები.
2020 წლის 3 ოქტომბერს, ზესტაფონში მცხოვრებ, მრავალშვილიან ელისო ჯაოშვილის ოჯახს (ა)იპ ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” ორგანიზაციის მიერ, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით შეძენილი ავეჯი, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სახსრებით შეძენილი ლინოლიუმი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცა.
ოჯახის საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ბატონი ივანე დოლიძე, ა(ა)იპ ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის”დირექტორი, ბატონი ვახტანგ ფოჩხუა, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიოებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და უწყების სხვა თანამშრომლები.